სანიტარიული კონვენციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სანიტარიული კონვენციებისაერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც ითვალისწინებს სანიტარიული კონტროლის განხორციელებას ანუ სანიტარიულ-საკარანტინო ღონისძიებების ჩატარებას გავრცელებული ინფექციური დაავადებების (ეპიდემიების) წინააღმდეგ.

კონვენციებში გათვალისწინებული ზომები უნდა ჩატარდეს ისე, რომ არ მოხდეს სახელმწიფოთა შორის ნორმალური კავშირების განხორციელების დაბრკოლება. სანიტარიული კონვენციები საერთაშორისო პრაქტიკაში გამოიყენება XIX ს-დან. 1893 მიიღეს სანიტარიული კონვენციები, რომელიც ითვალისწინებდა ყველა სახელმწიფოს მიერ ერთიანი სანიტარიულ-საკარანტინო სისტემის შემოღებას; 1907 დაიდო შეთანხმება საზოგადოებრივი ჰიგიენის საერთაშორისო ბიუროს დაარსების შესახებ, რომლის ფუნქციები 1946 გადაეცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

ამ სფეროში ძირითადი დოკუმენტებია საერთაშორისო სანიტარული წესები (1969), რომლებიც ადგენს, თუ რა სახის ღონისძიებები უნდა ჩაატარონ სახელმწიფოებმა განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის, მათი გავრცელების აღკვეთის მიზნით. წევრი სახელმწიფოები ვალდებული არიას ინფორმაცია მიაწოდონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მათ ტერიტორიაზე დაავადებათა გავრცელების შემთხვევაში (შავი ჭირი, ქოლერა და ა.შ); მიიღონ ეფექტური ზომები მათთან ბრძოლაში. ჩაატარონ სანიტარიული ოპერაციები. განახორციელონ სანიტარიული კონტროლი გემებზე, მატარებლებსა და თვითმფრინავებზე, რომლებიც ასრულებენ საერთაშორისო რეისებს და ა.შ. სანიტარიული კონტროლი რეგულირდება ასევე თითოეული სახელმწიფოს ეროვნული საკანონმდებლო აქტებით.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები