ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია– (World Health Organization WHO), საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, გაეროს სპეციალიზებული დაწესებულება.

შეიქმნა 1946 ნიუ-იორკში ჯანდაცვის საერთაშორისო კონფერენციაზე. წესდება ძალაში შევიდა 7.IV.1948 (7 აპრილი აღინიშნება როგორც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღე).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია „ყველა ხალხის მიერ ჯანმრთელობის მაქსიმალურად მაღალი დონის მიღწევა, ხოლო ორგანიზაციის წესდებაში დაფიქსირებული ერთ-ერთი პრინციპის თანახმად, „ყველა ხალხის ჯანმრთელობა წარმოადგენს ძირითად ფაქტორს მშვიდობისა და უშიშროების მისაღწევად და დამოკიდებულია ცალკეული პირებისა და სახელმწიფოების თანამშრომლობაზე.

ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა, საკარანტინო და სანიტარიული წესების შემუშავება, სოციალური ხასიათის პრობლემები, სამედიცინო კადრების მომზადების ხელმძღვანელობა.

ორგანიზაცია მოწოდებულია, კოორდინაცია გაუწიოს საერთაშორისო თანამშრომლობას ჯანმრთელობის დაცვის საქმეში და დაეხმაროს სახელმწიფოებს სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაში.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ასამბლეა, რომელიც აერთიანებს ორგანიზაციის წევრებს და მოიწვევა ყოველწლიურად. ასამბლეა ირჩევს აღმასრულებელ კომიტეტს 30 წევრის შემადგენლობით, 3 წლის ვადით, რომელიც იკრიბება ორ წელიწადში ერთხელ. ადმინისტრაციული ორგანოა სამდივნო გენერალური მდივნის მეთაურობთ. ორგანიზაციის ფარგლებში მოქმედებს 6 რეგიონული ორგანიზაცია: ევროპის, ამერიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთის აზიის, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილის, აფრიკის. შტაბ ბინა მდებარეობს ჟენევაში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები