სანიტარული ხელსაწყოები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სანიტარული ხელსაწყოები – ჩამდინარი წყლების მიმღებები (უნიტაზი, ნიჟარა, ბაკანი და სხვ.), რომლებსაც დგამენ საცხოვრებელ, საზოგადოებრივ და საწარმოო შენობებში. სანიტარული ხელსაწყოები უერთებენ წყალსადენისა და კანალიზაციის შიგა ქსელებს, დგამენ სააბაზანოებში, პირის დასაბან და საშხაპე სათავსებში, ტუალეტისა და საპირფარეშოს სათავსებში, სამზარეულოში. სანიტარული ხელსაწყოების დასამზადებლად გამოიყენება მომინანქრებული თუჯი, კერამიკა, მომინანქრებული ფურცლოვანი ფოლადი, პლასტმასები და სხვ. სანიტარულ ხელსაწყოებს აყენებენ აგრეთვე წყალდასახარჯავ არმატურაზე წყლის ხარჯის დასაფიქსირებლად, საკანალიზაციო სიფონებზე – გაჭუჭყიანებული ჰაერისგან სათავსის დასაცავად და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები