სანოტო სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სანოტო სისტემა – ხუთი პარალელური ჰორიზონტალური ხაზი, რომლებზედაც იწერება ნოტები; ნოტები იწერება:
1. სანოტო სისტემის ხაზებზე (5 სხვადასხვა ნოტი);
2. ხაზებს შორის (ოთხი), 3. ზედა ხაზს ზემოთ (ერთი);
4. ქვედა ხაზს ქვემოთ (ერთი);
ამგვარად, საკუთრივ სანოტო სისტემაზე შეიძლება ჩაიწეროს სხვადასხვა დასახელების (საფეხური) 11 ბგერა, რომელთა საერთო მოცულობა ერთნახევარი ოქტავაა. ამ მოცულობის გადიდების მიზნით სანოტო სისტემას ყოველი ცალკეული ნოტის აღსანიშნავად ეწერება დამატებითი ხაზი ზემოთ ან ქვემოთ. სანოტო სისტემაში მოთავსებული საფეხურების სახელწოდებას და მათ ადგილს გარკვეულ ოქტავაში მიუთითებს სანოტო სისტემის დასაწყისში მოთავსებული „გასაღები“, ხოლო მათი სიმაღლე ზუსტდება ალტერაციის ნიშნების მეშვეობით.

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები