სარაკეტო ჯარები და არტილერია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარაკეტო ჯარები და არტილერია - ზოგიერთი ქვეყნის სახმელეთო ჯარების გვარეობა. დაჯგუფების და არმიის (საკორპუსო) ოპერაციებსა და საერთო-საჯარისო ბრძოლაში მოწინააღმდეგის საცეცხლე და ბირთვული დაზიანების ძირითადი საშუალება.

ჩამოყალიბდა 1961 წელს არტილერიასა და სახმელეთო ჯარებში არსებული სარაკეტო ფორმირებების საფუძველზე.

თანამედროვე სახმელეთო ჯარებში სარაკეტო ჯარები და არტილერია შეიცავენ ტაქტიკური დანიშნულების სახმელეთო-სარაკეტო კომპლექსებს. ისინი მოიცავენ საშუალო კალიბრის ზალპური ცეცხლის შორსმსროლელი სარაკეტო სისტემის შენაერთებს და ბირთვულ-ტექნიკურ ნაწილებს. შედიან საერთო-საჯარისო გაერთიანების შემადგენლობასა და უმაღლესი მთავარსარდლობის რეზერვში.

არტილერია მოიცავს შენაერთებს, ნაწილებს და ქვედანაყოფებს, რომლებიც შეიარაღებულია ზოგადი დანიშნულების საარტილერიო იარაღით (ზარბაზნები, ჰაუბიცები, ნაღმსატყორცნები), ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნებს და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს, აგრეთვე საარტილერიო დაზვერვის ნაწილებს და ქვედანაყოფებს; იყოფა საჯარისო და უმაღლესი მთავარსარდლობის რეზერვის არტილერიებად.

ზოგი ქვეყნების სახმელეთო ჯარების სარაკეტო შენაერთები და ნაწილები, ჩვეულებრივ, შედიან უმაღლესი მთავარსარდლობის რეზერვის საველე არტილერიის (ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებით), მექანიზებული მოტოქვეითი (ქვეითი) და ჯავშანსატანკო დივიზიებისა და საარმიო კორპუსების (ტაქტიკური რაკეტებით) შემადგენლობაში.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები