სარეზერვო ვალუტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სარეზერვო ვალუტა - (reserve currency) - უცხოური ვალუტა, რომელსაც სახელმწიფო ინახავს როგორც თავისი სავალუტო რეზერვების ნაწილს საერთაშორისო ვაჭრობაში გამოსაყენებლად. სარეზერვო ვალუტა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა). უნდა ჰქონდეს სტაბილური ღირებულება;
ბ). უნდა იყოს იმ ქვეყნის ვალუტა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ვაჭრობაში;
გ). უნდა იყოს თავისუფლად კონვერტირებადი.
სარეზერვო ვალუტის როლს უმეტესად ასრულებს აშშ დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი და შვეიცარიული ფრანკი.