სარკოცისტოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სარკოცისტოზი – (sarcocystosis), სარკოცისტებით გამოწვეული, შინაური და გარეული ცხოველების ქრონიკულად, უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადება, რომლის დროს კუნთოვან ქსოვილში და გულის კუნთებში ცისტები (მიშერის პარკები) წარმოიქმნება. სარკოცისტოზი ფართოდაა გავრცელებული. მათ მიერ მიყენებული ზარალი გამოიხატება ხორცის გამოწუნებით და მისი ხარისხის დაქვეითებით.