სასაზღვრო შეთანხმებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასაზღვრო შეთანხმებები – შეთანხმება მოსაზღვრე სახელმწიფოებს შორის, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო საზღვრები, მათი რეჟიმი, სასაზღვრო კონფლიქტებისა და ინციდენტების რეგულირების წესი, სასაზღვრო საკითხების შესახებ თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება, ასევე სამეურნეო საქმიანობის საკითხები სასაზღვრო ზონებში.

სასაზღვრო შეთანხმებები და მათი თანდართული ოქმები შეიცავს სასაზღვრო ზოლის გატარების აღწერას მთელ მის სიგრძეზე ან მის ცალკეულ მონაკვეთებზე. შეთანხმებას, ჩვეულებრივ, თან ერთვის რუკა. რომელზეც დატანილია საზღვრის დადგენილი ზოლი (საზღვრის დელიმიტაცია), მოწმდება ადრე დემარკირებული საზღვრები (საზღვრების რედემარკაცია).

საერთაშორისო სამართალში არსებობს სასაზღვრო წარმომადგენლების (სასაზღვრო კომისრების) ინსტიტუტი. სასაზღვრო კომისრები ვალდებულნი არიან მიიღონ აუცილებელი ზომები საზღვარზე კონფლიქტებისა და ინციდენტების რეგულირების, სასაზღვრო ინციდენტთან დაკავშირებული პრეტენზიების გამოძიების და ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით. განსაკუთრებით სერიოზული კონფლიქტები წყდება დიპლომატიური წესით.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები