სასოფლო-სამეურნეო განვითარების საერთაშორისო ფონდი
სასოფლო-სამეურნეო განვითარების საერთაშორისო ფონდი – საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, გაეროს სპეციალიზებული ორგანო.
შეიქმნა 13.VI.1976 გაეროს კონფერენციაზე. შეთანხმება ორგანიზაციის შექმნის შესახებ ძალაში შევიდა 30.XI.1977. ფონდის წევრები იყოფიან სამ კატეგორიად: განვითარებული დონორი სახელმწიფოები (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრები), განვითარებადი დონორი სახელმწიფოები (ნავთობის ექსპორტი ორი ქვეყნების ორგანიზაციის წევრები) და სხვა განვითარებადი ქვეყნები (დახმარების მიმღები).
ფონდის მიზანია განვითარებადი ქვეყნებისათვის ყოველმხრივი დახმარების გაწევა სოფლის მეურნეობის განვითარებაში და რესურსების მობილიზება. ამ მიზნით დახმარების ყველაზე გავრცელებული ფორმაა სპეციალური სესხები 50 წლის ვადით, რომლის დაფარვა იწყება ათი წლის შემდეგ.
ფონდის ორგანოებია: მმართველთა საბჭო წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა შემადგენლობით, ამასთან, სამივე კატეგორიის წევრებს ხმების თანაბარი რაოდენობა აქვთ. აღმასრულებელი საბჭო 18 წევრის შემადგენლობით (6 თითოეული კატეგორიიდან), რომელთაც ირჩევს მმართველთა საბჭო სამი წლის ვადით. ფონდის პრეზიდენტი, რომელსაც ირჩევს მმართველთა საბჭო 4 წლის ვადით. სასოფლო-სამეურნეო განვითარების საერთაშორისო ფონდია შტაბ-ბინა მდებარეობს რომში.