სასტარტო პოზიცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სასტარტო პოზიცია – მონაკვეთი, რომელზეც განლაგებულია ერთი ან რამდენიმე გამშვები დანადგარი მოწყობილობა და სპეციალური ნაგებობები. განკუთვნილია გამშვები დანადგარის და ქვედანაყოფის გაშლისთვის, რაკეტების საბრძოლო მზადყოფნის გარკვეულ დონეზე შენარჩუნების და ტექნიკური მომსახურებისათვის, სტარტისწინა მომზადების, გაშვებისა და საბრძოლო მორიგეობისათვის.
სასტარტო პოზიცია შეიძლება იყოს ძირითადი, სათადარიგო და დროებითი;
დაცულობის ხარისხის მიხედვით – ღია, დაფარული და დახურული (სატრანშეო, საშახტო და ანგარული); ერთეული და ჯგუფური.