სასწავლო შედეგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასწავლო შედეგი - სასწავლო შედეგი არის ინფორმაციის, უნარ-ჩვევების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელსაც მოსწავლეები იძენენ სწავლის პროცესში. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა ისწავლა მოსწავლემ, არამედ მთავარია ცოდნის ხარისხი: როგორ ისწავლა და როგორ შეუძლია მოსწავლეს ამ ცოდნის გამოყენება ცხოვრების განმავლობაში.

სასწავლო შედეგები განისაზღვრება საგანმანათლებლო პროცესის ნებისმიერი მონაკვეთისთვის (გაკვეთილი, კვირა, ტრიმესტრი, სასწავლო წელი, ზოგადი/უმაღლესი განათლების საფეხური თუ სხვა).

ეროვნულ სასწავლო გეგმაში სწორედ საგნობრივი სტანდარტები ადგენს იმ მიღწევების ანუ შედეგების ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლემ უნდა მიაღწიოს კონკრეტულ საგანში ან/და საგნობრივ ჯგუფში სასწავლო წლისა თუ საფეხურის ბოლოს. სტანდარტის შესრულება ითვალისწინებს ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობების დემონსტრირებას. მოსწავლეს უნდა შეეძლოს ინფორმაციის ეფექტურად და ზნეობრივი პრინციპების გათვალისწინებით გამოყენება.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში თითოეულ საგანში განსაზღვრულია თითოეული კლასის მიხედვით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები, რომლებიც თვალსაჩინოს ხდის, მიღწეულია თუ არა რომელიმე კონკრეტული შედეგი.

სტანდარტში მოცემული ყველა შედეგი მიღწევადია თითოეული მოსწავლისათვის. თუმცა, ყოველი მოსწავლე, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარი ხარისხით მიაღწევს ამ შედეგებს და შესაბამისად შეფასდება მაღალი / დაბალი ქულებით;


წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები