სასხორის იოანე მახარებლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასხორის იოანე მახარებლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სასხორის სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (8,2 X 5,7 მ), ნაგებია დიდი ზომის რიყის ქვითა და ქვიშაქვით, გამოყენებულია აგურიც. ფასადებზე საპირე ქვები ალაგ-ალაგ ამოცვენილია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, სარკმლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. დასავლეთის კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია. ფასადები მოპირკეთებულია ირეგულარულად ნაწყობი რიყის ქვითა და ქვიშაქვით. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის წირთხლის ქვაზე მხედრული წარწერაა.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები