საუკუნო ზავი 1686
საუკუნო ზავი 1686 – დაიდო მოსკოვში 6(16).I. რუსეთსა და რეჩ პოსპოლიტას შორის.
თურქეთის აგრესიამ რუსეთის სახელმწიფოსა და რეჩ პოსპოლიტას წინააღმდეგ გააძლიერა ორივე ქვეყნის მისწრაფება ანტითურქული კოალიციის შექმნისკენ. „საუკუნო ზავმა“ დაადასტურა ანდრუსოვოს ხელშეკრულებით (1607) განსაზღვრული ტერიტორიული ცვლილებები, პოლონეთმა სამუდამოდ უარი თქვა კიევზე და მიიღო ფულადი კომპენსაცია. რუსეთს გადაეცა ასევე ზაპოროჟიე. რუსეთმა გაწყვიტა ურთიერთობა პორტასთან და უნდა გაეგზავნა ჯარები ყირიმში. „საუკუნო ზავი“ იძლეოდა რეჩ პოსპოლიტაში მცხოვრები მართლმადიდებლებისთვის რწმენის თავისუფლების გარანტიას და რუსეთს მათი დაცვის უფლებას ანიჭებდა. ხელშეკრულება ძალაში შევიდა დაუყოვნებლივ, მაგრამ პოლონეთის სეიმმა მისი რატიფიცირება მხოლოდ 1710 მოახდინა. „საუკუნო ზავმა“ მოაწესრიგა რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობა და ხელი შეუწყო ევროპაში ანტითურქული კოალიციის საბოლოო გაფორმებას.