საფრახტო ბაზარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საფრახტო ბაზარი - (freight market), სატრანსპორტო პროდუქციის მიმოქცევის სფერო. არსებობს ღია და დახურული საფრახტო ბაზარი. ღია ბაზარზე საზღვაო გადაზიდვის ფასი მსოფლიო ფასს უთანაბრდება, თავისუფლად წესდება მოთხოვნისა და მიწოდების ცვალებადობის გავლენით. მის წილად მოდის საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვის მოცულობის არაუმეტეს 10-15%-ისა. ტვირთის დანარჩენი რაოდენობა გადაიზიდება დახურული საფრახტო ბაზრის მეშვეობით, რომელიც დაცულია ღია ბაზრის ზემოქმედებისაგან დპეციალური სახელმწიფო აქტებით.