საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ დეკლარაცია
საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ დეკლარაცია – ხელმოწერილია ქ. თბილისში, 1996 წლის 12 აპრილს, ძალაშია ხელმოწერის დღიდან. დეკლარაცია 14 პუნქტისაგან შედგება. დოკუმენტს ხელს აწერეს საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე და ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტი ა. ბრაზაუსკასი.
მხარეები ადასტურებენ გადაწყვეტილებას, აქტიურად განავითარონ ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობა ტურიზმის, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ეკონომიკის, ინფორმაციის, კულტურისა და სპორტის სფეროებში. მხარეები აღნიშნავენ, რომ მათ, თანამშრომლობის განსაკუთრებულ სფეროს წარმოადგეს ორგანიზებულ დანაშაულთან, ტერორიზმთან, ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა უკანონო ბრუნვასთან, კორუფციასთან, არალეგალურ მიგრაციასთან, ანგარიშსწორებისა და ფულადი გადასახადის ფალსიფიცირებული საშუალებების გამოყენებასთან, აგრეთვე სხვა არაკანონიერ ფინანსურ ოპერაციებთან, კონტრაბანდასთან, იარაღით, ფეთქებადი ნივთიერებით, ან მათი მიღებისთვის აუცილებელი ნედლეულით, საბრძოლო მასალებით ვაჭრობასთან, აგრეთვე კულტურულ ფასეულობებზე არაკანონიერ გარიგებებთან წინააღმდეგ ბრძოლა.