საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობის ძირითადი საფუძვლების შესახებ ხელშეკრულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოსა რესპუბლიკასა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობის ძირითადი საფუძვლების შესახებ ხელშეკრულება – ხელმოწერილ იქნა ქ. ალმა-ათაში 1993.1.VI. საქართველოს რესპუბლიკის სახელით ხელი მოაწერა ე. შევარდნაძემ, ყაზახეთის რესპუბლიკის სახელით – ნ. ნაზარბაევმა.

მხარეები თავიანთ ურთიერთობებს განავითარებენ როგორც მეგობრული სახელმწიფოები, ითანამშრომლებენ მშვიდობის განსამტკიცებლად, სტაბილურობისა ღა უშიშროების გასაძლიერებლად როგორც გლობალური, ისე რეგიონული მასშტაბით. ისინი კისრულობენ ვალდებულებას, ერთმანეთს შორის წამოჭრილი დავა გადაწყვიტონ მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით, არ შეუქმნან საფრთხე საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას. არასოდეს და არანაირ ვითარებაში არ გამოიყენონ თავიანთი შეიარაღებული ძალები ერთმანეთის წინააღმდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე აგრესიის ობიექტი გახდება. მეორე მხარე არ გაუწევს აგრესორს არავითარ სამხედრო ან სხვა სახის დახმარებას. თითოეული მხარე იცავს მეორე მხარის ტერიტორიაზე მცხოვრები თავისი მოქალაქის უფლებებს. მფარველობს და ეხმარება მას. მხარეები ხელს შეუწყობენ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას შავი და კასპიის ზღვის აუზის სახელმწიფოებს შორის, ითანამშრომლებენ საერთაშორისო ეკონომიკურ და ფინანსურ ორგანიზაციებში.

ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ერთობლივი პროგრამების შექმნა სატრანსპორტო, მათ შორის სარკინიგზო, საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო სისტემების მართვის დარგში, ასევე ენერგეტიკის, ინფორმატიკის და კავშირგაბმულობის, სატელიტური კავშირისა და ტელეკომუნიკაციების დარგში.

მხარეები პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებენ ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას. ითანამშრომლებენ დამნაშავეობასთან, მათ შორის მის ორგანიზებულ ფორმებთან ბრძოლის სფეროში, რომელსაც აქვს საერთაშორისო ხასიათი. აგრეთვე ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა ტერორიზმი, საჰაერო და საზღვაო მეკობრეობა, არალეგალური მიგრაცია. კორუფცია, უკანონო ფინანსური ოპერაციები, ყალბი ფულის მოჭრა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპულიი ნივთიერებების უკანონო ბრუნვა, ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია იარაღთან, ტყვია-წამალთან, ასაფეთქებელ, მომწამვლელ და რადიოაქტიურ ნივთიერებებთან, კონტრაბანდასთან, მათ შორის კულტურული, ისტორიული, არქეოლოგიური ღირებულებების გადატანასთან.

მხარეები ხელს შეუწყობენ კავშირების განვითარებას ორი სახელმწიფოს პარლამენტებს შორის. ხელშეკრულება დაიდო ათი წლის ვადით. მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ათწლიანი პერიოდით, თუ რომელიმე მაღალი ხელშემკვრელი მხარე ხელშეკრულების მორიგი ვადის გასვლამდე სულ ცოტა ექვსი თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, რომ სურს მისი მოქმედების შეწყვეტა. 1903.24.XII. აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ იქნა 1993.24.XII.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები