საქართველოს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოება
საქართველოს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოება − დაარსდა თბილისში 1959 (თავმჯდომარე კომპოზიტორი გრ. კოკელაძე), როგორც საგუნდო საზოგადოება. 1960-დან გახდა საგუნდო-ქორეოგრაფიული საზოგადოება. 1966-იდან ეწოდა საქართველოს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოება თავმჯდომარე კომპოზიტორი ო. გორდელი (1966-1987). 1987-95 თავმჯდომარე იყო გამოჩენილი მომღერალი პ. ბურჭულაძე. საზოგადოება მიზნად ისახავდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ხელოვნების პროპაგანდას რესპუბლიკის მასშტაბით. საზოგადოებასთან არსებობდა სამუსიკო სკოლები და ქორეოგრაფიული სტუდიები, კამერული ორკესტრი (ხლმძღვანელი შ. შილაკაძე, გ. ბაბუაძე), კამერული გუნდი (ხელმძღვანელი ი. დადიანი), ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ლილეო“ (ხელმძღვანელი ბ. გეგეშიძე), ქართული ხალხური ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლი „ჩონგური“ (ხელმძღვანელი შ. შოშიაშვილი), ვოკალური კვარტეტი „ფიროსმანი“ (ხეკმძღცანელი მ. მცურავიშვილი), მუსიკალური ანსამბლების გაერთიანება და სხვ. 1989 დაიშალა და მის ბაზაზე შეიქმნა ორი დამოუკიდებელი ორგანიზაცია: საქართველოს მუსიკალური საზოგადოების გამგეობა და საქართველოს ქორეოგრაფიული საზოგადოება.