საქართველო-აშშ შეთანხმება და ხელშეკრულება
საქართველო-აშშ შეთანხმება და ხელშეკრულება
მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ
ხელმოწერილია ვაშინგტონში 1997 წლის 17 ივლისს, რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1997 წლის 17 სექტემბერს. ძალაში შევიდა 17 წლის 10 ნოემბერს.
ხელშეკრულება 6 მუხლს მოიცავს. შეთანხმების თანახმად, მხარეები არ დაუშვებენ საქართველოდან მასობრივი განადგურების იარაღისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, მასალებისა და ექსპერტული მონაცემების გავრცელებას, აგრეთვე საქართველოდან ბირთვული, ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღისა და მასთან დაკავშირებული მასალების არასანქცირებულ გატანასა და ტრანსპორტირებას. მხარეები ხელს შეუწყობენ ქვეყნებს შორის თავდაცვით და სამხედრო კონტაქტებს, აგრეთვე სხვა ერთობლივ ღონისძიებებს.
ხელშეკრულება ჰუმანიტარული და ტექნიკურ-ეკონომიკური დახმარების ხელშეწყობისათვის თანამშრომლობის თაობაზე
ხელმოწერილია თბილისში, 1992 წლის 31 ივლისს. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1996 წლის 11 დეკემბერს. ძალაშია ხელმოწერის დღიდან. ხელშეკრულება მოიცავს ექვს კარს. რომელშიც განსაზღვრულია შემდეგი საკითხები: ბეგარა და სხვა გადასახადები, პერსონალის სტატუსი, ინსპექცია და რევიზია, დახმარების გამოყენება და სხვა.