საყლაპავის ენდოსკოპია
საყლაპავის ენდოსკოპია — ეს არის ყველაზე ინფორმაციული და თანამედროვე კვლევა. ის ძალიან დიდ როლს თამაშობს საყლაპავის დიაგნოსტიკაში. ვარჩევთ რიგიდულ და ფიბროენდოსკოპებს.
რიგიდული ენდოსკოპი – ეზოფაგოსკოპი, საშუალებას იძლევა კარგად დავათვალიეროთ, ასევე ჩავატაროთ სხვადასხვა ქირურგიული მანიპულაცია საყლაპავზე. მას აქვს ერთი დიდი ნაკლი – ამ პროცედურის დროს, პაციენტი აუცილებლად უნდა იყოს ნარკოზის ქვეშ და ინტუბირებული. დანარჩენ ასპექტებს თუ გავითვალისწინებთ, ეს ხელსაწყო რჩება ყველაზე ადაპტირებულ ინსტრუმენტად საყლაპავის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.
ფიბროსკოპიული საყლაპავის გამოკვლევა შესაძლებელია ნარკოზის გარეშე და დიაგნოსტიკური თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი გახლავთ.
ორივე ტექნიკური მანიპულაცია ძალიან ფრთხილად და გარკვეული ტექნიკის დაცვით უნდა განხორციელდეს, რადგანაც საყლაპავის მილის კედელი ძალიან ნაზია და მისი დაზიანება, განსაკუთრებით როდესაც საქმე გვაქვს მის სიმსივნოვან დაავადებასთან, ადვილად შესაძლებელია. დაზიანება მოითხოვს სასწრაფო და კვალიფიციურ მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი გართულებები შესაძლოა ლეტალურად დამთავრდეს მედიასტენიტის, პერიტონიტის განვითარების შემთხვევაში.
NOTA BENE
|
რეფლუქსის დიაგნოზის დასადგენად, ასევე, საჭირო ხდება საყლაპავის 24 საათიანი PH მეტრია – გამოკვლევა, განსაკუთრებით ბავშვებში.