საყლაპავი მილის პერფორაციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საყლაპავი მილის პერფორაციები — ძალიან საშიში და ცუდი პროგნოზის მქონე დაავადებაა. მკურნალობა უნდა დაიწყოს მყისიერად და აუცილებლად უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. შუასაყარის ინფიცირება და ანთება მაღალი სიკვდილიანობით არის ცნობილი.

სარჩევი

საყლაპავის პერფორაციების განვითარება

საყლაპავის პერფორაციების განვითარება შესაძლოა მოხდეს:

— პეროპერაციულად, ეზოფაგოსკოპიის ან საყლაპავის სტენოზების სამკურნალოდ გამოყენებული დილატაციის – ბუჟირების დროს;
— უცხო სხეულების (განსაკუთრებით მკვრივი) მიერ საყლაპავის დაზიანების დროს;
— უცხო სხეულების ამოღების დროს;
თვითმკვლელობის მცდელობისას, როდესაც პაციენტი დიდი რაოდენობით ქიმიურ სითხეს სვამს;
გულმკერდის ტრავმების დროს;
— ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ინტენსიური ღებინების დროს, საყლაპავის კედელი შეიძლება დაზიანდეს;

პერფორაციის ნიშნები

საყლაპავის პერფორაციის ნიშნები სხვადასხვაგვარია. ეს დამოკიდებულია პერფორაციის ადგილზე და მიზეზზე. ჯამში, მას ტკივილები, მედიასტინალური მიდამოს ჰაეროვანი გაჯირჯვება და ინფექციის ნიშნები ახასიათებს.

1. ტკივილი

მუდმივი ხასიათის და ლოკალიზაციის მიხედვით, მიუთითებს დაზიანების ადგილზე:

— საყლაპავის ზედა ნაწილის პერფორაცია იწვევს კისრის, ზურგის და ბეჭის მიდამოს ტკივილებს.
— საყლაპავის ქვედა ნაწილის პერფორაცია იწვევს ეპიგასტრალურ და მუცლის ზოგად ტკივილებს.

2. მედიასტინუმის ჰაეროვანი გაჯირჯვება, პნევმომედიასტინუმი

პნევმომედიასტინუმი. კისრის და მედიასტინუმის ემფიზემით, 1. პლევრა, 2.ტრაქეა, 3. საყლაპავი, 4. მედიასტინალური ჰაეოვანი გაჯირჯვება.

საყლაპავის პერფორაცია შეიძლება გახდეს ჯერ, კისრის ქსოვილის ჰაერით გაჯირჯვების და შემდეგ, მედიასტინუმის გაჯირჯვების მიზეზიც. კისრის მიდამოს დაზიანების დროს, პალპაციისას, გვესმის „თოვლში სიარულის“ ხმა. პალპაცია მტკივნეულია. როდესაც ჰაეროვანი დაზიანება ქვემოთ ჩადის, ვლინდება ჯერ, მედიასტინუმის დაზიანების კლინიკა – ზეწოლის და სიმძიმის გრძნობა მკერდის ძვლის უკან და მერე, შესაძლოა, პლევრის ზეწოლის გამო, პნევმოთორაქსის ნიშნების გამოვლინებაც.

რადიოლოგიური კვლევა მალევე ცხადყოფს დაზიანების გენეზს:

კისრის მიდამოს ემფიზემას, შუასაყარის ემფიზემას და პნევმოთორაქსს ან პნევმოპერიტონეუმს – პერიტონიუმის (მუცლის ღრუ) ჰაერით ავსებას.

3. ინფიცირება

პირველი ნიშნები – შიმცივნება, სიცხე, ლეიკოციტოზი, ადრეულ პერიოდში ვლინდება.

მკურნალობა

ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის დაწყება მალევე მოხდეს.

მკურნალობის ძირითადი პრინციპები:

— ანტიბიოტიკოთერაპია (ინტრავენური);
— საკვების მიღების შეწყვეტა. შესაძლოა დაზიანებული უბნის ჰაერით დრენირება;
— საყლაპავის დაზიანებული ნაწილის რეკონსტრუქციის ყოველი შემთხვევა უნდა განიხილოს ინდივიდუალურად, კონსილიუმზე. მნიშვნელოვანია პერფორაციის ზომა, დრო და ინფიცირების ხარისხი;
NOTA BENE
  • დაავადების პროგნოზი დამოკიდებულია ადრეულ დიაგნოსტიკაზე, პერფორაციის ზომაზე და ინფექციის გავრცელების მასშტაბზე.

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები