საყოველთაო წონასწორობა (ეკონომიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საყოველთაო წონასწორობა - (general equilibrium) - სიტუაცია, როდესაც ქვეყანაში არსებული ყველა ბაზარი ერთდროულად იმყოფება წონასწორობის მდგომარეობაში, ანუ მოთხოვნა და მიწოდება ერთმანეთის ტოლია, ხოლო ფასები და გამოშვებული საქონლის რაოდენობა უცვლელი. ეკონომიკური სისტემების ანალიზისას ტრადიციულად გამოიყენება ორი მიდგომა.

პირველი მიდგომა, რომელიც შედარებით მარტივია, დაკავშირებულია ა. მარშალის სახელთან, ნაწილობრივ წონასწორობის ანალიზთან და გულისხმობს ეკონომიკური სისტემის ელემენტის, მაგ., მარცვლეულის ბაზრის წონასწორობას.

მეორე მიდგომა გაცილებით რთულია, როგორც კონცეპტუალური, ისე მათემატიკური აპარატის გამოყენების თვალსაზრისით. იგი დაკავშირებულია ლ. ვალრასის სახელთან და გულისხმობს ეკონომიკური სისტემის, როგორც მთლიანის, შიგნით წარმოებული ყველა საქონლისა და მომსახურების რაოდენობისა და ფასების განსაზღვრას.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები