საშუალო წნევის პოლიეთილენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საშუალო წნევის პოლიეთილენი – ხისტი პროდუქტია, რომელიც შედგება მკაცრად გარკვეული პროპორციით აღებული დაბალი და მაღალი წნევით მიღებული პოლიეთილენების ნარევისაგან [სიმკვრივე – 960-970 კგ/მ3; დნობის ტემპერატურა – 130-135°С; დარბილების ტემპერატურა – 80-100°С; დრეკადობის მოდული (ღუნვისას) – 1070-1100 მპა; სიმაგრე ბრინელის მიხედვით – 55-60 მპა]. გამოირჩევა კარგი დარტყმამედეგობით. მდგრადია ნაკაწრებისა და ტკეჩადობის მიმართ. გამოიყენება ჩვეულებრივი და თერმულადშეკლებადი აფსკების, ტომრების, ხელჩანთებისა და ხრახნიანი თავსახურავების დასამზადებლად.



წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები