საჩოგბურთო კორტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უიმბლდონის საჩოგბურთო კორტი, ინგლისი

საჩოგბურთო კორტი – მართკუთხედის ფორმის ჩოგბურთის სათამაშო მოედანი, რომლის ზომებია 23,77×8,23 მ-ზე. იგი შუაზე გაყოფილია ბადით, რომელიც დამაგრებულია 0,8 სმ მაქსიმალური დიამეტრის ტროსზე. ბადის სიმაღლეა: ნაპირებთან 1,07 მ, შუაში – 0,914 მ. საჩოგბურთო კორტი შემოსაზღვრულია საბაზო ხაზებით, რომლის სიგანე 10 სმ-მდეა. მოედნის შიგა ხაზების სიგანე კი აიღება 2,5-5 სმ-ის ფარგლებში. ოფიციალური შეხვედრების დროს საბაზო ხაზების უკანა სათამაშო სივრცე უნდა იყოს არანაკლებ 6,4 მ-ისა, ხოლო გვერდითისა – მაქსიმუმ 3,66 მ. კორტების ჰარდის საფარი შეიძლება იყოს ბუნებრივი (გრუნტი დაფარული ქვიშისა და აგურის ნაფხვენით, ბალახით, მერქნით) ან ხელოვნური (ტარაფლექსი, სუპრიმი, რეგუპოლი, ტარტანი, რეზინი, ასფალტი, ხელოვნური ბალახი და სხვ.), ხოლო შენობა – ღია ან დახურული.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები