საცეცხლე მომზადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საცეცხლე მომზადება – პირადი შემადგენლობის და ქვედანაყოფების გაწვრთნა ბრძოლის დროს მიზნის დასაზიანებლად იარაღის გამოყენებაში.

ჯარების საბრძოლო მომზადების საგანი. საცეცხლე მომზადება მოიცავს იარაღის მატერიალური ნაწილის, მისი შენახვის და მოვლის, ბალისტიკის საფუძველების, სროლის და ხელყუმბარების ტყორცნის, მიზნების დაზვერვის და ამ მიზნებამდე არსებული მანძილის განსაზღვრის, ცეცხლის მართვის წესებისა და ხერხების სწავლებას. სამხედრო-საზღვაო ძალებში საცეცხლე მომზადება მოიცავს აგრეთვე საარტილერიო, სარაკეტო, სატორპედო და სხვა სროლის სწავლებას. ავიაციაში ამ საგანს ეწოდება საჰაერო-საცეცხლე მომზადება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები