სახელმწიფოს მეთაური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელმწიფოს მეთაური – პირი, რომელიც სათავეში უდგას სახელმწიფოს და წარმოადგენს მას საგარეო ურთიერთობებში.

ჩვეულებრივ, სახელმწიფოს მეთაურს ფართო უფლებამოსილება ენიჭება. როგორის წესი, იგი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია, აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, დეკრეტებისა და ბრძანებულებების გამოცემის უფლება, შეუძლია ვეტო დაადოს პარლამენტის კანონებს და ა.შ.

ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფოს მეთაური მთავრობის მეთაურიცაა. სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში განისაზღვრება ეროვნული კანონმდებლობით, უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუციით. მას ეკისრება საგარეო ურთიერთობების ზოგადპოლიტიკური ხელმძღვანელობა და საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოს უზენაესი წარმომადგენლობა. სახელმწიფოს მეთაური, მიუხედავად იმისა, კოლეგიალურია თუ ერთპიროვნული, მონარქიული თუ რესპუბლიკური, წარმოადგენს სახელმწიფოს საერთაშორისო ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს და წარგზავნის დიპლომატიურ წარმომადგენლებს, ახდენს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციას და დენონსაციას.

საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოს მეთაური არ საჭიროებს არავითარ სპეციალურ რწმუნებას, რადგანაც ითვლება წარმომადგენლად ex officio dum in officio (ლათ. თანამდებობის ძალით და სანამ თანამდებობაზეა). საზღვარგარეთ ყოფნისას სახელმწიფოს მეთაური სარგებლობს დიპლომატიური პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები