სახმელეთო-საჰაერო ეშელონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახმელეთო-საჰაერო ეშელონიგაერთიანებების (შენაერთების) ოპერატიული დაწყობის (საბრძოლო წყობის) ელემენტი. პირველად ეს ტერმინი ლიტერატურაში გაჩნდა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ზოგიერთი ქვეყნის არმიებში მობილური ძალების შექმნის და გამოყენების კონცეფციის შემუშავებისას.

სახმელეთო-საჰაერო ეშელონი განკუთვნილია არჩეულ მიმართულებებზე (რაიონებში) დარტყმების მისაყენებლად (ამოცანების შესასრულებლად) ხმელეთიდან და ჰაერიდან; ასევე – სწრაფი მანევრისათვის ახალ მიმართულებებზე (რაიონებში) საშტატო და მიკუთვნებული ავიაციით ძალების და საშუალებების ჰაერით გადასროლის გზით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები