სახმელეთო მოწყობილობა (სარაკეტო კომპლექსების)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახმელეთო მოწყობილობა – დედამიწაზე (გრუნტში) განლაგებული სარაკეტო კომპლექსების შემადგენელი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს რაკეტების მზადყოფნას და საბრძოლო გამოყენებას. სახმელეთო რაკეტების და სახმელეთო საზენიტო რაკეტების კომპლექსების სახმელეთო მოწყობილობა განკუთვნილია მათი ტრანსპორტირების, შენახვის, გადატვირთვის, ტექნიკური მომზადების, დაყენების, დამიზნებისა და გაშვებისათვის. გარდა ამისა, ტელემართვადი სახმელეთო მოწყობილობა უზრუნველყოფს რაკეტების გამიზვნას ფრენისას, ხოლო საზენიტო კომპლექსების სახმელეთო მოწყობილობა – მიზნის აღმოჩენას და თანხლებას. ძირითადი ობიექტები, რომლებზეც განლაგებულია ამ კომპლექსების სახმელეთო მოწყობილობა არის გამშვები დანადგარი, სასტარტო და ტექნიკური პოზიციები.

საავიაციო და სახომალდო სარაკეტო კომპლექსების სახმელეთო მოწყობილობა უზრუნველყოფს რაკეტების საჭირო მარაგის შენახვას, ტექნიკურ მომსახურებას და ამ რაკეტებით საფრენი აპარატებისა და ხომალდების აღჭურვას. თავსდება აეროდრომების და ბაზების ტექნიკური ქვედანაყოფებისა და ტექნიკური პოზიციების სპეციალურ ნაგებობებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები