სახნისმა თქო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„სახნისმმა თქო“ – გაბაასების ჟანრის მრავალ ვარიანტად ცნობილი, ლექსი, რომელიც შედიოდა გუთნურის რეპერტუარში. პირველად გამოქვეყნდა 1888 წ. მთქმელი თ. გულბათაშვილი. აღმოჩნდა ლექსის ადრინდელი ჩანაწერებიც. ერთი მათგანი, რომლის მთქმელია ა. გოძიაშვილი. ხოლო ჩამწერი პ. უმიკაშვილი („აჩეჩამ უთხრა გუთანსა“), დაიბეჭდა 1937 წ. ლექს-სიმღერაში კამათობენ სახნისი (აჩეჩა), საკვეთელი, ჯამბარა და სხვ. სამეურნეო იარაღებისა და მათი ნაწილების გაბაასება ახალი როდია. იგი ცნობილი იყო შუმერების პოეზიაშიც „თოხისა და გუთნის კამათის“ სახელწოდებით.
მ. მაცაბერიძე
ლიტერატურა
- გაზ. „ივერია“. 1886,№ 169; პ. უმიკაშვილი, ხალხური სიტყვიერება. 1, 1937;
- იგივე, II, 1964;
- ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956,
- ოქროშიძე თ. ქართული ხალხური შრომის პოეზია.