სევანის ხრამული
სევანის ხრამული – Varicorhinus capoeta sevangi (De Filippi, 1865)
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: ხრამულები
თევზის ქვესახეობა კობრისებრთა ოჯახიდან. სევანის ტბის ენდემური სახეობაა. გვერდით ხაზზე 50-62 ქერცლია. მალების რაოდენობა (42) 43-46. ლაყუჩთა ჩხირების რაოდენობა. 19-30-ია. ხახის კბილები სამმწკრივია. სევანის ხრამული ტიპურ V. capoeta-ს ხრამულისაგან განსხვავდება შემდეგი ნიშნებით, რომლებიც არც ისე მყარი ნიშნებია
1) უფრო წაგრძელებული სხეულით: სხეულის სიმაღლე სხეულის სიგრძეში (კუდის ფარფლის ფუძემდე) 4,5-ზე მეტჯერ თავსდება. ამის გამო სევანის ხრამულის ზურგის პროფილი ზურგის ფარფლის უკან ისე დაქანებული არაა, როგორც ეს ტიპურ ხრამულს ახასიათებს და ზურგი, ზურგის ფარფლის წინ გვერდებიდან, თითქმის შებრტყელებული არაა,
2) მკერდის ფარფლები მკერდის და მუცლის ფარფლებს შორისეულ მანძილში 1,5-ზე მეტჯერ, ჩვეულებრივ, 2-ჯერ თავსდება,
3) ზურგის ფარფლის ზედა კიდე ზრდადაუსრულებელ ფორმებს ან აქვთ, ან მოკვეთილი. აქვთ, ანდა ოდნავ ამოკვეთილი (ახალგაზრდებს ოდნავ აქვთ ამოკვეთილი),
4) ზურგის ფარფლის ქიცვი (ეკალი) უფრო სუსტია, კბილანების ნაკლები რაოდენობით ხასიათდება, ხოლო დიდ ინდივიდებს.
სევანის ტბიდან ქიცვი სრულიად გლუვი და ძლიერ სუსტი აქვთ. ასევე აქვთ ფარავნის ტბის დიდ ხრამულებს (395 მილიმეტრის სიგრძისას), სევანის პატარა ხრამულებს (30-35 სმ სიგრძისას) ქიცვზე დაკბილვა აქვთ;
5) კუდის ფარფლი უფრო მოკლეა, ნაკლებ ამოკვეთილი და მისი ლაპოტები ისე ძლიერ წამახვილებული: არაა, როგორც ტიპური (V. capoeta tup) ხრამულისა. სიგრძით 500-560 მილიმეტრამდე აღწევს. სარეწაო ინდივიდების საშუალო წონა 1-1,5 კილოგრამია. ზოგი 5,5 კილოს იწონის. ზრდადასრულებულ მამლებს ქვირითობის დროს სხეულზე ბორცვაკები უვითარდებათ.
სევანის ხრამული სევანის ტბის არეზის და მტკვრის ზოგიერთი შენაკადისათვისაა დამახასიათებელი.
ბიოლოგია და სარეწაო მნიშვნელობა
სევანის ხრამული სიცივისმოყვარული მტკნარი წყლის თევზია. ის გავრცელებულია სევანის ტბაში 30-35 მეტრის სიღრმეში, შედიან მდინარეებში.
ტოფობა როგორც ტბაში, ისე მდინარეშიც ხდება, ივნისის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე. წყლის ტემპერატურა12 – 15°-ია. ქვირითს ფსკერზე 0,5 მეტრის სიღრმეზე ყრის. დედალს, ჩეეულებრივ, ორი მამალი ახლავს. დედალი კუდის მძლავრი მოძრაობით ფსკერს ჩიჩქნის და 5–10 სანტიმეტრის სიღრმეში ქვირითს ქვიშაში დებს, რომელსაც ზემოდანაც ქვიშით ფარავს. მამალი ქვირითის დაყრის დროს დედალთან ახლოს წყალში თესლს აბნევს და ამ გზით კვერცხის განაყოფიერება ხდება.
ნაყოფიერება 10-დან 74 ათას ქვირითს აღწევს.
მამლები სქესობრივად 4-დან 10 წლის ასაკში მწიფდებიან, ხოლო დედლები 9-დან 13 წლამდე.
სევანის ხრამული მცენარეულით მკვებავი თევზია, რომელიც წყლის ქვეშ მდებარე საგნებიდან ქვედა ტუჩით წყალმცენარეებს ფხეკს.
სევანის ხრამული სომხეთის წითელ წიგნშია შეტანილი და დაუცველ სახეობად ითვლება. სახეობისთვის მთავარი საფრთხეებია ბრაკონიერობა, წყლის დაბინძურება და ბუნებრივი პირობების გაუარესება, რაც გამოწვეულია წყლის დონის შემცირებით,