სემანტიკური დემენცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სემანტიკური დემენცია - სემანტიკური დემენციისთვის დამახასიათებელია სელექციურად ვერბალური და არავერბალური მასალის სემანტიკის (მნიშვნელობის) პროგრესული გაუარესება, რასაც თან ახლავს სახელდების, კატეგორიზაციისა და გაგების გამოხატული სირთულეები. მას ყოველთვის მიაკუთვნებდნენ ფრონტოტემპორალურ დემენციას, ვინაიდან იგი არჩევითად ასოცირებულია საფეთქლის, უპირატესად, მარცხენა წილის ატროფიასთან. ავტობიოგრაფიული მეხსიერება შედარებით შენახულია (თუმცა, შეიძლება გაგვიჭირდეს გამოკითხვა). როდესაც პაციენტს ვთხოვთ რაიმე ნივთის ჩვენებას ან რაიმე მოქმედების დემონსტრირებას, იგი გაოგნებული გვიყურებს, იმეორებს ინსტრუქციას ისე, თითქოს მისთვის უცხო ენაზე იყოს ნათქვამი. კოგნიტური, ფსიქიკური და ნევროლოგიური ნიშნები საწყის ეტაპზე უმნიშვნელოდაა გამოხატული; მრავალი წლის მანძილზე სიმპტომატიკა შეიძლება შემოისაზღვროს მწვავე პროგრესირებადი სემანტიკური მეტყველების დარღვევებით.

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები