სენოტაინიოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Senot.PNG

სენოტაინიოზი - ფუტკრის დაავადება, თავს იჩენს ივლის-აგვისტოში. მისი გმომწვევია ბუზი სენოტაინია. გავრცელებულია ქვეყნის სამხრეთში, ზომით ოთახის ბუზს ემსგავსება, ნაცარა მომწვანო ფერის თავზე გასწვრივი თეთრი ზოლით. დედალი ბუზები სხედან სკების სახურავებზე, დარაჯობენ გამომსვლელ ფუტკრებს. ბუზი ფუტკრის ზურგზე დებს მატლებს. მატლი ქიტინოვანი აპკიდან მკერდის ღრუში იჭრება, ჰემოლიმფით კვებება. დაავადებული ფუტკარი იღუპება, რის შედეგადაც ბუზის მატლი ფუტკრის გვამს ტოვებს და მიწაში ეფლობა დასაჭუპრებლად.

დაავადების ნიშნები - ოჯახები სუსტდება. სკის ახლოს ბევრი მცოცავი და მოხტუნავე ფუტკარია. დიაგნოზს ადგენენ სკის ახლოს დაავადებული ფუტკრის მასიური ცოცვის მიხედვით. ფუტკრის მუცელი გაბერილია.

ბრძოლის ღონისძიებები - სენოტაინიას ბუზს სპობენ. სკების სახურავს ამუშავებენ 1 % -იანი წყალსახამებლის სუსპენზიით, რომელიც 0,5 % ქლოროფოსს შეიცავს. სახურავზე სქელ ქაღალდს ამაგრებენ, მას კი სუსპენზიის თხელ ფენას უსვამენ. მკვდარ ფუტკრებს წვავენ.


წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები