სენ-ვინსენტიუსი გრიგორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგორი სენ-ვინსენტიუსი − (Gregorius Saint-Vincent, 22 მარტი 1584 – 5 ივნისი 1667), ბელგიელი იეზუიტი მათემატიკოსი.

სწავლობდა რომში და შემდეგ პრაღაში მუშაობდა პროფესორად. პრაღის დაპყრობის დროს დაკარგა თავისი მათემატიკური ხელნაწერები. მალე ის ვენაში გადავიდა, შემდეგ კი თავის სამშობლოში დაბრუნდა და სიკვდილამდე მუშაობდა ქ. გენტში. აქ სენ-ვენცენტიუსმა გამოსცა დიდი ნაშრომი: „გეომეტრიული ნაშრომი“. ნაშრომში ძირითადად გამოყენებული აქვს პრაღაში დაკარგული ხელნაწერები, რომლებიც ათი წლის შემდეგ იპოვა. ნაშრომის მთავარ შინაარს შეადგენს წრისა და კონუსური კვეთების კვადრატურა.

სენ-ვინსენტიუსის ყველაზე დიდი მიღწევაა იმის აღმოჩენა, რომ ჰიპერბოლის ქვეშ მოქცეული ფართობები (გარკვეულ პირობებში) იზრდება არითმეტიკული პროგრესიით, როდესაც აბსცისები (x) იზრდება გეომეტრიული პროგრესიით.ამ აღმოჩენამ პირდაპირ მიიყვანა მათემატიკოსები (კერძოდ, მისი მოწაფე ალფონს ანტონ დე სარასა) ნატურალური ლოგარითმის იდეამდე. ფაქტობრივად, მან საფუძველი ჩაუყარა ფუნქციას In(x).

სენ-ვინსენტიუსი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სერიოზულად შეისწავლა უსასრულო გეომეტრიული მწკრივების ჯამი. მან გამოიყენა ეს მეთოდი ძველი ბერძნული პარადოქსების (მაგალითად, „აქილევსი და კუ“) ასახსნელად, აჩვენა რა, რომ უსასრულო რაოდენობის მონაკვეთების ჯამი შეიძლება იყოს სასრული სიდიდე.


წყარო

მათემატიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები