სეპა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სეპა – ეგვიპტური ღვთაება ასფეხა ცხოველის სახით. უძველესი დროიდან ბოროტი ცხოველებისაგან დამცველად იყო მიჩნეული. უკვე პირამიდების ტექსტებში ვხვდებით სეპას შელოცვებს მათ წინააღმდეგ. თაყვანისცემის ადგილი იყო ჰელიოპოლისიდან გიზეს ნეკროპოლისამდე მდებარე ტერიტორია. აქ გამავალ გზას გვიანდელ პერიოდში სეპას გზა დაარქვეს. ამავე პერიოდში, როგორც მიცვალებულების დამცველი, გახდა ოსირისის ერთ-ერთი გამოვლინების ფორმა ოსირის-სეპას სახით.