ამაღლობელი სერგო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სერგო ამაღლობელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამაღლობელი, სერგო ივანეს ძე (1899, 7/V – 1946, 13/IV) – პუბლიცისტი-კრიტიკოსი, დრამატურგი და ჟურნალისტი. დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფ. ამაღლებაში, ყოფილი აზნაურის ოჯახში. მამა მეაფთიაქე იყო, დედა – სოფ. გორადან, შინაური განათლებით. წერა-კითხვა უფროსმა ძმებმა ასწავლეს. სწავლობდა სოფ. ამაღლების ორკლასიან სკოლაში, ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელსა და მე-5 კლასიდან – ქუთაისის გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ (1899) უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – იურიდიულ და ეკონომიურ დარგებზე მიიღო. ძირითადად სახელმწიფო უნივერსიტეტის და ა/კ კომ. უნივერისტეტის სამართლის დარგის ლექტორად მუშაობდა. 1921-1923 წწ. საქართველოს მემარცხენე სოციალ-ფედერალისტთა პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი იყო, ასევე – საქართველოს განათლების მუშაკთა ჟურნალისტთა სექციის წევრი, 1921 წლიდან – ტფილისის ქალაქის საბჭოს წევრი.

1928 წელს, მოსკოვში ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიაში ქართული ხელოვნების ისტორიულად და თეორიულად შესასწავლად საფუძველი ქართული ხელოვნების განყოფილებას ჩაუყარა. ეს განყოფილება ლენინგრადშიც დააარსა და მოსკოვსა და ლენინგრადში ხელოვნების დარგში მომუშავე ძალები გააერთიანა. სერგო ამაღლობელი ამ განყოფილების თავმჯდომარედ და საკავშირო ხელოვნების მეცნიერებათა განყოფილების სწავლულ მდივნად აირჩიეს.

პოლიტიკურ მუშაობაში, როგორც სოციალ-ფედერალისტი, შემდეგ კი – კომუნისტი, 1915 წლიდან ჩაება.

სამწერლო მოღვაწეობა თ. ღლონტის ხელმძღვანელობით დაიწყო. 1921 წლიდან ქართულ პერიოდულ გამოცემებში ეკონომიკის, სამართლის, პოლიტიკისა და სხვ. საკითხების შესახებ წერილებს აქვეყნებდა. აგრეთვე, დრამატურგიასა და თეატრზე წერდა (მონოგრაფია ვიშნევსკიზე „დიდი ბრძოლების დრამატურგია“, „სოციალური ოპტიმიზმის თეატრი“ და სხვ.), რამაც ნიჭიერი კრიტიკოსის სახელი დაუმკვიდრა. ცალკე გამოცემულია მისი წიგნი - „თეატრისა და კინოს პრობლემები, ესთეტიურ-სოციოლოგიური ნარკვევი“ (ტფ., 1928).

სერგო ამაღლობელი შემდეგი გაზეთების პასუხისმგებელი თანამშრომელი იყო: „სოციალ-ფედერალისტი“ (1921), „ტრიბუნა“ (1922-1923); 1922 წელს ხელმძღვანელობდა „ფოსტატელეგრაფის ცხოვრებას“. წერდა რუსულ ჟურნალ-გაზეთებშიც.

დრამატურგიაში ახალი ხერხი შემოიტანა, ვინაიდან „საბჭოთა კომედია თავის შინაარსით ბურჟუაზიულ კომედიისგან განსხვავდება, ფორმითაც უნდა განსხვავდებოდეს“. სერგო ამაღლობელმა „მიაგნო ამ ახალ ფორმას, უარყო ძველი ტრაფარეტი და საბჭოთა კომედიის შექმნის საქმეში გახდა უეჭველი მონაწილე“.

დაწერა პიესა „კარგი ცხოვრება“, რომელიც დიდი წარმატებით იდგმებოდა მოსკოვის სამხატვრო და საბჭოთა ქალაქების სხვა თეატრებში. მისი დადგმა აგრეთვე მოითხოვა მარიმარის (აფრიკა) თეატრმა. პიესამ გაიმარჯვა და ამ გამარჯვების მიზეზი ის არის, რომ სერგო ამაღლობელმა „გაბედულად აიღო დღევანდელი დღე, ჩვენი თაობა. სცენაზე მოქმედებენ ადამიანები, რომლებმაც ლენინისა და სტალინის ხელმძღვანელობით სამუდამოდ დაამსხვრიეს სოციალური უკუღმართობის ბორკილები და შეუდგნენ კარგი ცხოვრების გზას“. ამ პიესამ აღაფრთოვანა საფრანგეთის გამოჩენილი მწერალი რომენ როლანი, რომელმაც თქვა: „ასეთი ენით უნდა ლაპარაკობდეს გამარჯვებული რევოლუცია“.

სერგო ამაღლობელმა მეორე პიესაც დაწერა – „მთვარე მანდარინებში“. მისი ფსევდონიმები იყო: ს.-ელი, ეკონომისტი და სხვ.

გამოქვეყნებულია
  1. ათი თვე, რამაც არაფერი არ შესძრა: [ინგლისში მაკდონალდის და მისი მუშათა პარტიის ბატონობის შესახებ] // კომუნისტი. – 1924. – 4 ნოემბერი. – №253. – გვ. 1;
  2. გერმანიის საკითხი ევროპის ქაოსში // კომუნისტი. – 1924. – 28 დეკემბერი. – №298. – გვ. 1. – 1925. – 4 იანვარი. – №3. – გვ. 1;
  3. გერმანიის სუვერენობის გათელვა // კომუნისტი. – 1924. – 20 ივლისი. – №163. – გვ. 1;
  4. თემა: ჩინეთის საშინაო პოლიტიკა; ეკონომიკა; ყოფა-ცხოვრების საკითხებიდან: ანტირელიგიური პროპაგანდა // კომუნისტი. – 1924. – 29 აპრილი. – №97. – გვ. 1;
  5. ისტორიული გაკვეთილი // კომუნისტი. – 1924. – 16 ოქტომბერი. – №237. – გვ. 1;
  6. ლენინი: [მისი გარდაცვალების გამო] // კომუნისტი. – 1924. – 25 იანვარი. – №20. – გვ. 2;
  7. მაკდონალდის კაბინეტი // კომუნისტი. – 1924. – 2 თებერვალი. – №27. – გვ. 1;
  8. მუშა და გლეხი კორესპონდენტები // კომუნისტი. – 1924. – 24 ივნისი. – №142. – გვ. 1;
  9. ნისლოვან კუნძულზე: [ინგლისის პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ] // კომუნისტი. – 1924. – 25 ოქტომბერი. – №245. – გვ. 1, 2;
  10. ომი ომს // ახალი კომუნისტი. – 1924. – 17 ივლისი. – №160. – გვ. 1;
  11. ორი დოკუმენტი: ნ. ჟორდანიას და უშ. ლომინაძის წერილი // კომუნისტი. – 1924. – 23 მაისი. – №116. – გვ. 1;
  12. პარიზი და მოსკოვი: რეაქცია და რევოლუცია // კომუნისტი. – 1924. – 16 თებერვალი. – №39; 17 თებერვალი. – №40; 19 თებერვალი. – №41; 15 ნოემბერი. – №261;
  13. პუანკარეს შემდეგ: [მდგომარეობა საფრანგეთში] // კომუნისტი. – 1924. – 24 მაისი. – №117. – გვ. 1;
  14. რევოლუცია და უნივერსიტეტი // კომუნისტი. – 1924. – 17 სექტემბერი. – №212. – გვ. 3;
  15. რევოლუციის შტაბი // კომუნისტი. – 1924. – 6 მარტი. – №54. – გვ. 1; 21 ივნისი. – №140. – გვ. 1;
  16. უკანასკნელი ციტადელი: [საბჭოთა კავშირის იურიდიული ცნობის საკითხი ამერიკაში] // კომუნისტი. – 1924. – 18 ნოემბერი. – №263. – გვ. 1. – 1924. – 21 ნოემბერი. – №266. – გვ. 1;
  17. ქალის განთავისუფლება: [ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით] // კომუნისტი. – 1924. – 8 მარტი. – №56. – გვ. 1;
  18. ჩვენ და საფრანგეთი // კომუნისტი. – 1924. – 18 დეკემბერი. – №289. – გვ. 5;
  19. წერილები // კომუნისტი. – 1924. – 20 მარტი. – №64; 27 მარტი. – №69; 30 მარტი. – №72; 2 აპრილი. – №74; 4 აპრილი. – №76; 5 აპრილი. – №77; 6 აპრილი. – №78; 9 აპრილი. – №80; 14 აპრილი. – №85; 18 აპრილი. – №88; 19 აპრილი. – №89; 29 აპრილი. – №97; 10 მაისი. – №105; 11 მაისი. – №106;
  20. ბრიტანეთის იმპერიაში // კომუნისტი. – 1925. – 30 მაისი. – №122. – გვ. 1; 1925. – 19 სექტემბერი. – №215; 20 სექტემბერი. – №216; 23 სექტემბერი. – №218;
  21. ბრძოლა ბოროტმოქმედებთან: [სოციალისტური სამართლის ორგანოების მიერ] // კომუნისტი. – 1925. – 29 ივლისი. – №171. – გვ. 1;
  22. გაჯავრებული დოლარი: [ამერიკული დოლარისა და ევროპული ვალუტის დაპირისპირების გამო] // კომუნისტი. – 1926. – 25 მარტი. – №66. – გვ. 1;
  23. დღეს მიწას მიაბარებენ ვასო აბაშიძის ცხედარს: წერილები // კომუნისტი. – 1926. – 14 ოქტომბერი. – №234. – გვ. 3;
  24. კანონთა კოდექსის პროექტი ქორწინებისა და ოჯახის შესახებ: [კამათის წესით] // კომუნისტი. – 1926. – 28 მარტი. – №69. – გვ. 4;
  25. კინოსა და თეატრის გაერთიანების საჭიროება: [პრაქტიკული წინადადების წესით] // კომუნისტი. – 1926. – 18 მაისი. – №110. – გვ. 3;
  26. მფლანგველობის მიზეზი და მასთან ბრძოლა // კომუნისტი. – 1926. – 21 აგვისტო. – №189. – გვ. 1;
  27. სამართლის პოლიტიკის საკითხები: [ამნისტია]: კამათის წესით // კომუნისტი. – 1926. – 31 მარტი. – №71. – გვ. 1;
  28. საოჯახო სამართლის საკამათო საკითხები // კომუნისტი. – 1926. – 11 აპრილი. – №81. – გვ. 4;
  29. ფინანსური კრიზისი პოლონეთში // კომუნისტი. – 1926. – 9 იანვარი. – №6. – გვ. 1;
  30. ჩინეთი: [პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა] // კომუნისტი. – 1926. – 28 იანვარი. – №21. – გვ. 3;
  31. ასაკრძალავი წიგნი ანუ „საბჭოთა კონსტიტუცია“: სახელმძღვანელო მეორე საფეხურის სკოლებისათვის: [რეცენზია] // კომუნისტი. – 1927. – 1 ივლისი. – №147. – გვ. 6;
  32. ვემზადოთ ხელოვნების ნაწარმოებთა გამოფენისათვის // კომუნისტი. – 1927. – 30 ივნისი. – №146. – გვ. 4;
  33. Гармс, Р. Философия фильма: [ბიბლიოგრაფია] // კომუნისტი. – 1927. – 22 მარტი. – №63. – გვ. 4;
  34. Пульше, Р. Проблемы современного искусства: თანამედროვე ხელოვნების პრობლემები: [რეცენზია] // კომუნისტი. – 1927. – 5 ნოემბერი. – №252. – გვ. 4;
  35. აუცილებელი განმარტება: გამოხმაურება ამხანაგ დ. დემეტრაძის წერილის გამო // კომუნისტი. – 1928. – 4 ივლისი. – №153. – გვ. 4;
  36. საოჯახო სამართლის საკითხები: წინადადების სახით: [მამის მოძიება, გვარის საკითხი და სხვა] // კომუნისტი. – 1928. – 10 აპრილი. – №83. – გვ. 2;
  37. ქართული ხელოვნება ხელოვნების მეცნიერებათა აკადემიაში // კომუნისტი. – 1928. – 18 დეკემბერი. – №292. – გვ. 2;
  38. ღია წერილი საქართველოს სახელოვნო დაწესებულებებისა და ხელოვნების მუშაკებს // კომუნისტი. – 1928. – 18 დეკემბერი. – №292. – გვ. 2;
  39. ქართული ხელოვნების კაბინეტი // კომუნისტი. – 1929. – 6 თებერვალი. – №29. – გვ. 3.
მის შესახებ
  1. თემელი ბარნაბა. პასუხი: სერ. ამაღლობელის წერილის გამო ახალგაზრდა სოციალ-ფედერალისტთა საყურადღებოდ // კომუნისტი. – 1921. – № 29;
  2. გორდელაძე, კ. ახალგაზრდათა ორგანიზაციის საკითხი საქართველოში: [ამხანაგ სერგო ამაღლობელის წერილების გამო] // კომუნისტი. – 1922. – 8 ივლისი. – №154. – გვ. 4; 1922. – 15 ივლისი. – №160. – გვ. 4;
  3. ნემსაძე, კ., ფარცხალაძე, ტ. წერილი რედაქციის მიმართ... // კომუნისტი. – 1923. – 12 სექტემბერი. – №209. – გვ. 4;
  4. ლელი. კინოს გარშემო: [ს. ამაღლობელის წერილის გამო] // კომუნისტი. – 1926. – 21 მაისი. – №113. – გვ. 3;
  5. დემეტრაძე, დ. მორალის ორიგინალური თეორია თეატრისა და კინოს საკითხებში... // კომუნისტი. – 1928. – 5 ივნისი. – №128. – გვ. 6;
  6. მუშიშვილი, გ. მარქსისტულ თეატრალური კრიტიკის დასაცავად: [რეცენზია] // კომუნისტი. – 1930. – 10 ოქტომბერი. – №234. – გვ. 3;
  7. გვ-ლია, მ. თეატრალური კონგრესი რომში: [სერგო ამაღლობელის მოხსენება მწერალთა აქტივის კრებაზე] // კომუნისტი. – 1935. – 3 აგვისტო. – №179. – გვ. 4.
გამოყენებული ლიტერატურა
  1. ავტობიოგრაფია;
  2. კინწურაშვილი, მ. ბიოგრაფიული მასალები. – 1924, 31 მაისი;
  3. სერგო ამაღლობელის „კარგი ცხოვრება“ // საბჭოთა ხელოვნება. – 1934. – № 13 (30).

წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები