სეროზული პერფორაციული ოტიტები
სეროზული, პერფორაციული ოტიტები — ყურის პერფორაციული, ქრონიკული, სეროზული ოტიტები, როგორც წესი, არ იძლევიან სერიოზულ გართულებებს. პაციენტს უფრო აწუხებს პერიოდული ან ქრონიკული ჩირქოვანი სეროზული ოტორეა, რომელსაც თან ახლავს სმენის დაქვეითება და მუდმივი სანაციის აუცილებლობა.
სმენის დაქვეითება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული:
- — დაფის აპკის დაზიანება;
- — სასმენი ძვლების მოძრაობის შეზღუდვა, რაც შუა ყურის ლორწოვანის გასქელებასთან არის დაკავშირებული;
- — გრდემლის გრძელი მორჩის დაშლის შედეგად წარმოქმნილი სასმენი ძვლების ჯაჭვის გაწყვეტა.
კლინიკური ნიშნები
კლინიკური ნიშნები სმენის დაქვეითებით და ჩირქდენით შემოიფარგლება. აღსანიშნავია ჰიპოაკუზიის მსუბუქი ფორმები.
რაც შეეხება ოტორეას, აქ ორი ვარიანტია შესაძლებელი: უმნიშვნელო და შეუმჩნეველი ან იმდენად ჭარბი, რომ იწვევს გარეთა სასმენი მილის მაცერაციას.
გახსოვდეთ, რომ არცერთ შემთხვევაში გამონადენი არ არის სუნიანი. ასეთი მხოლოდ ქოლესტეატომის მქონე ყურში გვხვდება, როდესაც პროცესი ძვალზე არის გადასული.
პერფორაციის ზომაც ვარიაბელურია. ნარჩენი დაფის აპკი შესაძლოა იყოს პატარა ან საერთოდ არ არსებობდეს.
რადესაც ასეთი დაფის აპკი გვხვდება, სასურველია ზედა სასუნთქი გზების მთლიანი გამოკვლევა, სინუსიტების ადენოიდების ან რაიმე სხვა პათოლოგიის გამოსარიცხად.
დაავადების განვითარება
უმეტესწილად, ასეთ ოტიტებს ახასიათებს სეზონურობა – ზაფხულში ხდება გაუმჯობესება და ყურის დაშრობა. ბავშვებში დაშრობა შეიძლება იყოს სპონტანური, ხოლო რამოდენიმე წელიწადში მისი განკურნებაც მოხდეს. ამის მიზეზის მიგნება შეუძლებელია.
მკურნალობა ისევ და ისევ, თერაპიულია. ადგილობრივი ანტიბიოტიკოთერაპია (Otofa, Levoximed) ხოლო თუ პერფორაცია დარჩა, აუცილებელია ქირურგიული ჩარევა. რასაკვირველია, ქირურგიულ მკურნალობას უფრო კარგი შედეგები აქვს, განსაკუთრებით, თუ ყური 1-2 თვის განმავლობაში მშრალია. ამიტომ მიზანშეწონილია მოცდა და თერაპიული მკურნალობით ყურის ამოშრობა. ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი და ამიტომ, ზოგ შემთხვევაში, გვიწევს ოპერაციის სველ ყურზე გაკეთება. ძალიან ხშირად, მასტოიდის დაშლას პერ-ოპერაციულად ვხედავთ. ასეთ დროს, ოპერაცია ანტრომასტოიდექტომიასაც გულისხმობს.
ასევე, თერაპიული მკურნალობის პარალელურად, სასურველია ზედა სასუნთქი გზების სანირება და ოპერაციული მკურნალობა (ადენოიდები ან პოლიპოზი გვაქვს მხედველობაში). ამისათვის, შესაძლოა გამოვიყენით როგორც თერაპიული ჰომეოპათიური საშუალებები მაგ. Cinnabsin, ასევე, სტეროიდული და ანტიჰისტამინური ადგილობრივი მოქმედების საშუალებები Etacid, Palada.
აუცილებელია პაციენტის მშობლების ინფორმირება, რომ ამ პათოლოგიის დროს საჭიროა მოთმინება და ოტორეის მქონე ბავშვებში იმის ატანა, რომ სანამ ოპერაციის დრო მოვა, პატარას ჩირქი შესაძლოა თვეების მანძილზე სდიოდეს.
საჭიროა იმის ახსნაც, რომ ამ სეროზულ ოტორეას არ მოაქვს დიდი ზიანი და ჯობია მოიცადო, სანამ ოპერაციისათვის კარგი პერიოდი არ მოვა.