სეფხეტ-აბუი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სეფხეტ-აბუი – ეგვიპტურ მითოლოგიაში დამწერლობის და სატაძრო ბიბლიოთეკების ქალღმერთი. სახელი ნიშნავს „შვიდრქიანს“. ანთროპომორფული ქალღმერთი, გამოისახებოდა თავზე შვიდქიმიანი ვარსკვლავით. „ესწრებოდა“ ტაძრის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას ფარაონის მიერ ტაძრის ფართობის მოზომვისას. ფიგურირებს იმ ღმერთებს შორის, რომლებიც ფარაონის სახელს საკრალური ხის ფოთლებზე წერენ. არსებობს აზრი, რომ სეშატის ერთ-ერთი სახე იყო.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები