სექსტაკორდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სექსტაკორდი — სამხმოვანების პირველი შებრუნება. ბანში მოთავსებული ტერციული ტონი ძირითად ტონთან ქმნის ინტერვალს - სექსტა (აქედან წარმოდგება აკორდის სახელწოდება). აღინიშნება ციფრით 6.
სექსტაკორდის სახეები
| დასახელება | სამხმოვანება | სექსტა | ინტერვალი | მაგალითი |
| დიდი (მაჟორული) | მაჟორული | პატარა | პ. 3 + წ. 4 | დო — მი-ბემოლ — ლა-ბემოლ |
| პატარა (მინორული) | მინორული | დიდი | დ. 3 + წ. 4 | დო — მი — ლა |
| გადიდებული | გადიდებული | პატარა | დ. 3 + შემც. 4 | დო — მი — ლა-ბემოლ |
| შემცირებული | შემცირებული | დიდი | პ. 3 + გად. 4 | დო — მი-ბემოლ — ლა |