სვანგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სვანგი – ინდური ხალხური თეატრის ერთ-ერთი სახეობა; ფარსის ტიპის სახუმარო სცენები, რომელსაც ასრულებენ ბჰანდები, სოფლის კომედიანტები. დასში სამი წევრია, ორი ასაკოვანი და ერთი ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც ყმაწვილი ქალების როლებს განასახიერებს.