სვია (თევზი)
სვია − Huso huso (Linnaeus, 1758)
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანები
რიგი: ზუთხისნაირნი
ზუთხისნაირ თევზებს შორის სვია ყველაზე უფრო დიდი ზომის იზრდება. ის 75 წლის ასაკში სიგრძით 4,2 მ და წონით 1000 კგ-ზე მეტს აღწევს. იშვიათი გამონაკლისის სახით სვიას სიგრძე 5 მეტრს, ხოლო წონა 1500 კგ-ს აღწევს. არსებობს ცნობები, რომ შავ ზღვაში დაჭერილი სვიას წონა 800 კილოგრამს აღწევდა. ზოგჯერ სვიას მაქსიმალური ზომა 9 მეტრამდე აქვს და 1300 და 2000 კგ იწონის. აღნიშნულია ერთი შემთხვევა, როცა იგი 2000 კგ იწონიდა.
პირი დიდი და ნახევრადმთვარისებური აქვს, მაგრამ თავის გვერდებზე არ გადადის ულვაშები აღჭურვილია ფოთლისებური დანამატებით. სხეულის სიგრძის პროცენტული დამოკიდებულების მიმართ თავის სიგრძე: 23, 16 (20-2,6,0)%; დინგის სიგრძე 11,03, 9,5-13,0% თავის სიმაღლე 8,84 (7,5 –10,5)%. სხეულის სიმაღლე 12,83 (11,0-–16,0) %; კუდის ღეროს სიმაღლე 3,32 (2,8-4,0)%-ია. მანძილი დინგის წვეროდან ულვაშამდის თავის სიგრძის 23, 64 (18,0-30,0)%.-ს შეადგენს. დინგის სიგანე თავის სიგრძის 33,20 (21,0- 45,0)%-ს უდრის. თვალთაშორისი მანძილი თაგვის სიგრძის 21,28 (18,0-25,0)%-ია. პირი დიდია, შედარებით ფართო და ნახევრადმთვარისებური ფორმისა. ზურგის მხარე შავია, ხოლო მუცლისა – თეთრი და ნათელი. ლაყუჩთა სიფრიფანები ურთიერთშეზრდილია და ლაყუჩთშორისი მანძილის ქვეშ თავისუფალ ნაკეცს (ნაოჭს) ჰქმნის. დინგი მოკლე და წაწვეტებულია; ის ზემოდან და გვერდებიდან რბილია, რადგანაც მისი საგრძნობი ნაწილი ფარებით დაფარული არ არის. ქვედა ტუჩი მთლიანი არ არის, წყვეტილია.
ტოფობისას სვია რიონში ქუთაისამდე აღწევს. ქვირითის დაყრის შემდეგ სვია მაშინვე ზღვას უბრუნდება, შავ ზღვაში ის ზამთრობით 160 მეტრის სიღრმეზე ცხოვრობს. სვიას მისატყუებელი ჩანგლებით და ფსკერული ტრალით იჭერენ; შავ ზღვაში მისატყუებლად თევზებს იყენებენ. დიდი გამოყენება აქვს სვიას ხორცსა და სიზილალას, აგრეთვე შიგნეულობას, ტყავს, თავს და სხვ. ზოგიერთი გიგანტი 300 კგ-ზე მეტ ქვირითს იძლევა.