სიბრტყის არასრული განტოლება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სიბრტყის არასრული განტოლება – სიბრტყის ზოგადი სახის განტოლება Ax+By+Cz+D = 0, რომელშიც თუნდაც ერთი კოეფიციენტი A, B, C, D ნულის ტოლია. შესაძლებელია სიბრტყის არასრული განტოლების შემდეგი სახეები:
- 1) D=0; Ax+By+Cz = 0 – კოორდინატთა სათავეში გამავალი სიბრტყე;
- 2) A=0; By+Cz+D = 0 – 0x ღერძის პარალელური სიბრტყე;
- 3) B=0; Ax+Cz+D = 0 – 0y ღერძის პარალელური სიბრტყე;
- 4) C=0; Ax+By+D = 0 – 0z ღერძის პარალელური სიბრტყე;
- 5) A=B=0; Cz+D= 0 – საკოორდინატო 0xy სიბრტყის პარალელური სიბრტყე;
- 6) A=C=0; By+D = 0 – საკოორდინატო 0xz სიბრტყის პარალელური სიბრტყე;
- 7) B=C=0; Ax+D = 0 – საკოორდინატო 0yz სიბრტყის პარალელური სიბრტყე;
- 8) A=B=D=0; Cz = 0 (ანუ z=0) – 0xy სიბრტყე;
- 9) A=C=D=0; By = 0 (ანუ y=0) – 0xz სიბრტყე;
- 10) B=C=D=0; Cz = 0 (ანუ x=0) – 0yz სიბრტყე.