სიდნეის ოპერის თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიდნეის ოპერის თეატრი

სიდნეის ოპერის თეატრი – (ინგლ. Sidney Opera Theatre), მუსიკალური თეატრი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში. არქიტექტურული თვალსაზრისით XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობა და ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში (არქიტექტორი დანიელი იორნ უოტზონი). შენობა მდებარეობს ბენელონგის წერტილზე (Bennelong Point) სიდნეის ყურეში უზარმაზარი ხიდის სიახლოვეს და კომპლექსში განუმეორებელ ესთეტიკურ შთაბეჭდილებას ქმნის. ოპერის თეატრში მოთავსებულია ავსტრალიის ეროვნული საოპერო დასი, სიდნეის თეატრალური კომპანია და სიდნეის სიმფონიური ორკესტრი. შენობა შესრულებულია რადიკალური და ნოვატორული ექსპრესიონიზმის სტილში. შენობის სიგრძეა 185 მ, სიგანე – 120 მ და უჭირავს დაახლოებით 2,2 ჰა ფართობი. ნაგებობა მთლიანად დაყრდნობილია 580 ცალ რკინაბეტონის ხიმინჯს. სფერული ნიჟაროვანი სახურავი შედგება წინასწარ დამზადებული 2194 რკინაბეტონის სექციისაგან, რომლებსაც იჭერს 350 კმ სიგრძის ფოლადის ბაგირების სისტემა. სექციებისაგან აწყობილი სამკუთხედის ფორმის ბეტონის პანელები ეყრდნობა 32 ცალ ბეტონის ნერვიურას. ნერვიურები მთლიანობაში ქმნის ერთ მთლიან დიდ წრეს, რაც საშუალებას იძლევა სახურავს მიეცეს ერთნაირი ფორმა, ხოლო შენობას მიცემული აქვს ჰარმონიული სახე. სახურავი დაფარულია მოთეთრო-ყვითელი ფილებით, რომლებიც სხვადასხვა რაკურსით განათებისას იძლევა საოცარ ფერთა გამას. ინტერიერების მოსაპირკეთებლად გამოყებულია ვარდისფერი გრანიტი, ძვირფასი ჯიშის მერქანი და ფანერა.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები