სიზმარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სიზმარა – ამავე სახელწოდების ზღაპრის პერსონაჟი. სიუჟეტი გავრცელებულია საერთაშორისო ეპოსში. ა–ა 725. ცალკეული მოტივები და ეპიზოდები პარალელს პოულობს ბიბლიურ იოსებ მშვენიერის თავგადასავალსა და სოლომონის ციკლში. მჭიდრო კავშირშია XVII საუკ. ჩაწერილ ზღაპართან „ბრძენი ვაჟი“.
მ. მაცაბერიძე
ლიტერატურა
- ვირსალაძე ე., მასალები ქართული ფოლკლორის ისტორიისათვის. ლიტ. ძიებანი, IV, 1948;
- ჩიქოვანი მ. ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956.