სილევსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სილევსი(ბერძნ.) თესალიელი ან ლიდიელი ავაზაკი, რომელიც ჰერაკლეს მოუკლავს.

მევენახე სილევსი თავს ესხმოდა ამვლელ-ჩამვლელებს და მის ვენახში მუშაობას აიძულებდა, შემდეგ კი კლავდა. როდესაც ჰერაკლე დედოფალ ომფალეს ემსახურებოდა (იგი იფიტოსის მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს), ვერ აიტანა სილევსის ავაზაკობა, მოკლა იგი და მისი ვენახი გაანადგურა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები