სილიკატური საღებავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სილიკატური საღებავი – ტუტემედეგი პიგმენტებისა (ჟანგმიწა, სურინჯი) და შემვსების (ცარცი, ტალკი) სუსპენზია, რომელშიც სილიკატიზატორად გამოყენებულია თუთიის თეთრა და კალციუმის ბორატი თხევადი კალიუმის მინის დანამატით. აქტიური კაჟმიწის შემვსებად – დანაწევრებული კვარცის ქვიშა, დიატომიტი და ტრეპელი. სილიკატური საღებავი მომხმარებელს მიეწოდება ორი შეფუთვით – მშრალი ნაწილისა და კალიუმის თხევადი მინის სახით. შერევა ხდება მასის მიხედვით. სილიკატური საღებავი წყალში ხსნადი, არატოქსიკური, წყალმედეგი, ტემპერატურამედეგი, დაბალი ჰიდროფობულობის ნივთიერებაა. გამოიყენება ფასადებისა და შიგა სათავსების მორთვა-მოკაზმვისათვის, აგრეთვე ხის კონსტრუქციების დასაცავად ცეცხლისაგან. ცემენტის ან ცემენტ-კირქვის ბათქაშზე დატანილი სილიკატური საღებავი საგრძნობლად ამაღლებს შენობის გარე კედლების მედეგობას ატმოსფერული ზემოქმედებისადმი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები