სიმდიდრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სიმდიდრე - (wealth) - ყველაფერი, რასაც აქვს საბაზრო ფასი და შეიძლება მისი გაცვლა ფულზე ან დოვლათზე, შეიძლება განვიხილოთ როგორც სიმდიდრე. იგი მოიცავს ფიზიკურ დოვლათსა და აქტივებს, უნარ-ჩვევებსა და ა.შ., - ანუ ყველაფერს, რასაც შეუძლია შემოსავლის მოტანა. ყველა ეს ელემენტი ითვლება სიმდიდრედ მაშინ, როცა ხორციელდება მათი ყიდვა-გაყიდვა საქონლის ან ფულის ბაზარზე. სიმდიდრე შეიძლება დაიყოს ორ სახედ ნივთობრივ სიმდიდრედ, რომელსაც კაპიტალი ეწოდება და არანივთობრივ სიმდიდრედ, რომელსაც ადამიანისეული კაპიტალი ეწოდება.