სინდრომი ჰერსტმანის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სინდრომი, ჰერსტმანის - (F81.2), (Gerstmann syndrome), თითების აგნოზია, სივრცითი (მარცხენა-მარჯვენა) დეზორიენტირება, აკალკულია, აგრაფია, ხანდახან აპრაქსიასთან, დისლექსიასთან და ჰომონიმიურ ჰემიანოფსიასთან ერთად.
დაავადება დომინანტური ნახევარსფეროს თხემის ნაწილის დაზიანების შედეგად ვითარდება. სინდრომის, როგორც ავტონომიური (დამოუკიდებელი) სიმპტომების ნაკრების, უტყუარობა ეჭვისქვეშ იდგა.