სინთეზური სილიკატები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სინთეზური სილიკატები – სილიციუმის ან ალუმინსილიციუმმჟავათა მარტივი ან რთული მარილები. სინთეზური სილიკატები ცემენტის, ცეცხლგამძლე მასალების, წიდების, წითელი და სილიკატური აგურის, ფაიფურისა და ქაშანურის, მინების, ჭიქურების, მინანქრების, ადსორბენტების, კატალიზატორების შემადგენელი ნაწილია. ტექნიკაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს კალციუმის სილიკატებს 3CaO∙SiO2; 2CaO∙SiO2 (პორტლანდცემენტის ძირითადი კომპონენტები), მაგნიუმისა და ალუმინის სილიკატებსა (ცეცხლგამძლე მასალების ძირითადი კომპონენტები) და სხვ.