სკარაბეოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სკარაბეოსი

სკარაბეოსი – (Ateuchus sacer), ხოჭო, რომელსაც ეგვიპტელები პირველქმნილ ძალას უკავშირებენ, რადგან ამ ხოჭოს თვისებაა თავისი კვერცხები დასაცავად მოათავსოს ნაკელის ბურთში, რომელსაც თავის წინ მიაგორებს. ნაკელიდან გამოსული ხოჭოს ჭუპრები ეგვიპტელში მიწიდან დაბადების, თავისი თავის შექმნის ასოციაციას იწვევდა.

ეგვიპტელებმა გააღმერთეს ეს ხოჭო, როგორც პირველქმნილი ძალა და „თავისი თავის გამჩენს“, „მიწიდან გამოსულს“ ეძახდნენ. მისი სახელი ხეპრი (ეგვ. hpr), წარმოშობას, წარმოქმნას ნიშნავს. მზის კულტის აღზევების შემდეგ ხეპრი რას ერთ-ერთი სახე გახდა, დიდი ღმერთი დილის მზედ სკარაბეოსის სახით წარმოიდგინებოდა. სკარაბეოსი სიცოცხლის ძალის მომცემად ითვლებოდა და მას ამულეტის სახით მიცვალებულებსაც ატანდნენ.





წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები