სკარლატი ალესანდრო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალესანდრო სკარლატი – (2 მაისი 1660, პალერმო – 24 ოქტომბერი1725, ნეაპოლი), იტალიელი კომპოზიტორი ნეაპოლური საოპერო სკოლის ფუძემდებელი. ცხოვრობდა ნეაპოლსა და რომში. იყო კაპელმაისტერი და პედაგოგი. სიცოცხლის ბოლო წლებში ასწავლიდა ნეაპოლის კონსერვატორიაში. მისი მოწაფეები იყვნენ: დ. სკარლატი, ა. ჰასე, ფ. დურანტე და სხვ. ავტორია 125 ოპერისა, 600-ზე მეტი კანტატისა, სასულიერო ნაწარმოებებისა და სხვ. სკარლატიმ საფუძველი ჩაუყარა ოპერა-სერიის ჟანრს, რომელიც ფართოდ გავრცელდა იტალიასა და სხვა ქვეყნებში.