სკის ტკიპა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Skis.jpg

სკის ტკიპა - ფუტკრის ბუდის მოსახლე, ძალიან პატარა, შეუიარაღებელი თვალით ძლივს გასარჩევი მწერია. ტკიპები იკვებებიან ჭეოთი, ფუტკრის გვამებით, სკის ნაგვით. მტაცებლების ზოგიერთი ნაირსახეობა კი ფუტკარზე პარაზიტობს, საზრდოობს წვენებით. სკის ტიპა აწუხებს ფუტკარს, თავისი ნარჩენებით სვრის და აჭუჭყიანებს სკებს, ფიჭებს, ანადგურებს ჭეოს მარაგს. ფიჭის საცავში ჭეოიანი ფიჭით გადაყვანილი ტკიპი დიდი რაოდენობით მრავლდება და აგრძელებს დამანგრეველ მუშაობას. ჭეო ტკიპების ზემოქმედებით მტვრად იქცევა. დაზიანებული ჭეო კარგავს კვებით ღირებულებას. ჭეოში ტკიპების ყოფნას მეფუტკრე გამოყრილი ჭეოს გროვებით გებულობს.

ბრძოლის ღონისძიებები - სკებსა და საფუტკრეში სისუფთავის დაცვა, ნაგვის დაწვა, განადგურებული ჭეოიანი ფიჭების გადადნობა, სკებისა და ფიჭების დეზინფექცია.



წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები